პოლიტიკა

დეკანოზი შალვა კეკელია: ეკლესიას გვლანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ – ევროპა არ არის ძალადობა, მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა

ამდენი წელია, ეკლესიას გვლანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს, რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან. ერთ-ერთი თუ ვინმე წინააღმდეგი იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის, მე ვიყავი ყოველთვის. რას ნიშნავს რუსოფილი? რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ, – განაცხადა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, ვიდეომიმართვაში, რომელიც აქციის მონაწილეებთან ინციდენტის შემდეგ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ევროპა არ არის ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა და საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე აზრის ადამიანის ჩაქოლვა.

„ევროპა ეს არ არის, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა. თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო, შენ ადამიანი არ შეიძლება ჩაქოლო და გაანადგურო. ადამიანები, დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს. ეგ არის ევროპულობა? რად გვინდა ეგეთი რამე, თუ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავ და თუ შენს აზრს არ ეთანხმება ადამიანი, ამიტომ მტერია ქვეყნის – ასე რომ ადამიანზე საუბრობ. ან ვინ გაიგო ასეთი რამე, რას ნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში, მაშინ აღარ გაგვაჩეროთ, მოგვივარდით. მოდით, ეკლესიაში მივუვარდეთ მამა შალვას, მოდით, გამოვათრიოთ ტაძრიდან – არავის გაუპროტესტებია.“ – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მან ასევე მიმართა თვისი მრევლის იმ ნაწილს, რომლებიც აქციას მშვიდობიანს უწოდებენ და ფეიერვერკების სროლასაც ამართლებენ, ამავე დროს, დაგმო სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობაც. მამა შალვა კეკელიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისეთი ადამიანები საუბრობენ სამშობლოსა და გაჭირვებულებზე, რომლებსაც თავად 80 000-იანი ხელფასები აქვთ, მათ ოპერატორებს კი – 1200 ლარიანი.

„მე მინდა ახლა ჩემს მრევლს მოგმართოთ, ვინც მეუბნებით, რომ მამაო, მშვიდობიანი აქციებია, იცით მამაო, როგორი გართობა და როგორი სიხარულია? ზოგიერთი ამ ფეიერვერკის სროლას რომ ამართლებთ. მე პოლიციის [ძალადობასაც] ვგმობ, საშინელებაა, როცა ახალგაზრდებს ცემენ და იჭერენ, ციხეებში სვამენ და რომ დაიჭერ ადამიანს, მერე ჩუმად რომ ურტყამ პოლიციელი, ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ხომ? როგორ შეიძლება თუ დაიჭირე ადამიანი, მერე იმას ურტყა, ამაზე მწარე ხომ არაფერი არაა? მაგრამ, როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეკლესიებში უნდა მოგვივარდეთ? შემოგვივარდით, გამოგვყარეთ ეკლესიიდან და დაგვხოცეთ მაშინ. რას ნიშნავს ეგეთი რაღაცები? მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება, ამ ქვეყანას ვემსახურებოდი იმათგან განსხვავებით, მღვდლებს რომ აყვედრიან რაღაცებს. 80 000-იანი ხელფასები აქვთ და ისინი სამშობლოზე და გაჭირვებულებზე ლაპარაკობენ და მის ჩვეულებრივ ოპერატორს 1200 აქვს ხელფასი – შენ ზრუნავ ქვეყანაზე, შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო? და ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე? ხალხი მართლა რომ გაჭირვებაშია, ეს ხალხი მოვიდნენ და ჩემთან რომ დადიან გაჭირვებულები, მაგათ გაუგზავნონ ამხელა ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს, ჩამტკბარები არიან ამ თავიანთ ქონებაში და ხალხს იყენებენ, მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები. არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნიათ.“ – აღნიშნა დეკანოზმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,864 ნახვა