პოლიტიკა

შოთა დიღმელაშვილი – მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს-ზრდილობის ფარგლებში აუხსნეს, რაც არიან

ოპოზიციონერი აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს,  რა დროსაც მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დიღმელაშვილი  დეკანოზ შალვა კეკელიას პასუხობს და აცხადებს, რომ პირიქით, “იქეთ გამოუვარდნენ ხალხს და ხელებს უშლიდნენ”.

“ეს მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს, ვინ შეუვარდა. რასაც ვუყურე, იქეთ გამოუვარდნენ ხალხს და ხელებს უშლიდნენ. ათასობით ადამიანი იყო, არავინ შეხებია, ზრდილობის ფარგლებში აუხსნეს, რაც არიან. ამ დროს ეგენი რომ გამორეკავენ ხოლმე თავიანთ ფანატიკოსებს პატარა ჯგუფების საცემრად, დანდობა არ აქვთ. ლამის არის ცოცხლად შეჭამონ ადამიანები. ოფისები აქვთ დარბეული და ჟურნალისტი ცემით მოკლული.”- წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,641 ნახვა