Uncategorized

თორნიკე ჭეიშვილი: მაქვს შემოთავაზება, შს მინისტრს ჰქონდეს იმის პრეროგატივა, რომ თავად განსაზღვროს პროფესიათა ნუსხა, პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეკრებებზე სახის დაფარვის უფლება ექნებათ

მაქვს შემოთავაზება, შს მინისტრს ჰქონდეს იმის პრეროგატივა, რომ თავად განსაზღვროს პროფესიათა ნუსხა, პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც შეკრებებზე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

„შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, იქ მყოფი, კლასიკური გაგებით მონაწილეების გარდა, იმყოფებიან სხვა პირები, რომლებიც შეიძლება ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, უფლება-მოვალეობებს. ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი და სხვა, რომელსაც შეიძლება საკუთარი პროფესიული მოვალეობის მოსახდელად შეიძლება ესაჭიროებოდეს იმავე აირწინაღის ან მსგავსი მექანიზმის გამოყენება, რომელიც ავტომატურად იწვევს სახის დაფარვას. ამ თვალსაზრისით, მაქვს შემოთავაზება, რომ კიდევე ერთხელ გავმართოთ მსჯელობა. მაგალითად, შს მინისტრს ჰქონდეს იმის პრეროგატივა, რომ თავად განსაზღვროს პროფესიათა ნუსხა, პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც ასეთ შეკრებებზე სახის დაფარვის უფლება ექნებათ“,- აღნიშნა ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,357 ნახვა