La Gazzetta dello Sport Georgia – მ გუშინ გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ლაციოს წინააღმდეგ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და დაზიანება მედიალურ გვერდით იოგზე აქვს. აღნიშნულ პოსტს ლიბერალური ბაბლის მხრიდან მოყვა დამცინავი გამოხმაურება და კომენტარებში არაერთ შეურაცხყოფას ამოიკითხავთ. „ნებისმიერი ტიპის ტრავმას ვგმობთ! არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი კლუბის ფეხბურთელია დატრავმული! მშვიდობით ვიაროთ ევროპისკენ!“
„ძალიან მიჭირს ამის შორიდან ყურება. ვგმობ ორივე მხარისგან ტრავმებს. არ მინდა ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს ჩემი კომენტარი“ „ორივე მხრიდან ძალადობა დაუშვებელია. ვინმემ თავის სასიკეთოთ რომ არ გამოიყენოს, წარმატებას ვუსურვებ ნაპოლს ამ სეზონში“ „ვგმობ ძალადობას ორივე გუნდიდან! მიჭირს შორიდან ამის ყურება…“
„ვგმობ მედიალურ გვერდით იოგზე დაზიანებას“ „ორივე მხარეს მოვუწოდებ დიალოგისკენ“ – ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში. ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა არც ისე სერიოზულია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2 მატჩს გამოტოვებს.