სირია ძველი ფორმით ვეღარ იარსებებს და იწყება ომი ყველა- ყველას წინააღმდეგ. რაც გლობალურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ამ დროს კი ჩვენი ლიბერდეგენერატები ზეიმობენ, რადგან ამ მოვლენას რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილავენ. ამ დროს, ეს მოვლენები ჩვენთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო-ჩვენს თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია თამაშდება, – ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მოვლენების ძალისმიერ სიბრტყეში გადაყვანა და სათავეშივე უნდა აღიკვეთოს შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება, ვინაიდან საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია ან უკრაინა. კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა კი, მანჯავიძის თქმით, ხელისუფლებასთან ერთად, თითოეულ შეგნებულ საქართველოს მოქალაქეს ეკისრება, რომელმაც, პასუხი უნდა გასცეს ბულინგს და ზიზღის ფრქვევას.
“სირიაში ასადის გაქცევის შემდეგ ხელისუფლებაში ადრე ყველასგან ტერორისტულ დაჯგუფებებად ცნობილი პროთურქული ჰაიათ თაჰრირ ალ შამი და ჯაბჰათ ალ ნუსრა მოვიდნენ. დღეს ნეთანიაჰუ კმაყოფილი სახით გადაჰყურებდა გოლანის მაღლობებიდან სირიას. ,,ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილების შემდეგ ჩვენ აღარ ვართ შეზღუდული იმ ვალდებულებებით , რომელიც აღებული გვქონდა”-განაცხადა მან. ამიტომ ისრაელის არმია სირიის ტერიტორიაზე კონტროლის ზონას აფართოებს. ჩრდილოეთ სირია თურქეთის კონტროლის ქვეშაა. ამერიკელები ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არიან გამაგრებული. რუსები ტარტუსსა და ხმეიმიმში ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დაიწყო დამასკოს, ჰომსის, ჰამას და სხვა ქალაქების ძარცვა. ისლამისტი მებრძოლები ჰარამხანებს ქმნიან ტყვე ქალებისგან. დაიწყო ლინჩის წესით დასჯები თავის მოკვეთით. გენოციდის საფრთხის ქვეშ არიან ალავიტები, დრუზები და ქრისტიანები.
სირია ძველი ფორმით ვეღარ იარსებებს და იწყება ომი ყველა- ყველას წინააღმდეგ. რაც გლობალურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ამ დროს კი ჩვენი ლიბერდეგენერატები ზეიმობენ, რადგან ამ მოვლენას რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილავენ. ამ დროს, ეს მოვლენები ჩვენთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო-ჩვენს თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია თამაშდება. იშლება ქვეყანა და ის ნაწილდება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის, რასაც ასეთ დროს ჩვეულებრივი ეთნიკური წმენდები მოჰყვება. გარდა ამისა. ისლამისტი მებრძოლების შემდეგი სამიზნე, დიდი ალბათობით, კავკასია იქნება.
2011 წლის დაწყებული ფერადი რევოლუციის შედეგი სახეზეა. 5 მილიონ დევნილს, ნახევარ მილიონი დაღუპულს, კიდევ გაურკვეველი რაოდენობის დევნილი და დაღუპული დაემატება. ჰოდა, აქ ზოგიერთი პოლიტაფოფინებული ქალბატონი აღტაცებას გამოთქვამს. ეტყობა, ძალიან მოსწონს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის რომელიმე მებრძოლის ჰარამხანაში მოხვედრის პერსპექტივა. იქ აუცილებლად დაიცავენ მათ უფლებებს და მოძალადე რეჟიმისგან დაიხსნიან, ასევე ექნებათ საშუალება კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია მე-16-მე-18 საუკუნეებში. თუმცა, მათიც მესმის, ისეთი დამცველები ჰყავთ, რომ აქ ვერ შემოგვბედავენ, ჯერ მარტო პაველ ჰერჩინსკი რად ღირს.
ახლა სერიოზულად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მოვლენების ძალისმიერ სიბრტყეში გადაყვანა, სათავეშივე უნდა აღიკვეთოს შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება. საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია, ან უკრაინა! უკაცრავად და -სულ არ მაინტერესებს ილუზიებში მყოფი სუბიექტების სენტიმენტალიზმი და ე.წ. ცნობადი სახეების იდიოტური გამოხტომები. მათ შორის მათივე ინტერესებშია ქვეყანაში შენარჩუნდეს კონსტიტუციური წესრიგი. ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებასთან ერთად თითოეულ შეგნებულ საქართველოს მოქალაქეს ეკისრება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუტაროთ ბულინგი და ზიზღის ფრქვევა, პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ არ გვძულდეს, გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები ძირითადად სადაზვერვო პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ის, რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო და ბევრი რამ არ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, ან გაკეთდა ის , რაც არ იყო გასაკეთებელი-ცალკე საკითხია. მთავარია, ქვეყანა არ გადავაყოლოთ ნგრევისა და სისხლისღვრის ჟინით შეპყრობილ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. მერე თვითონ გვეტყვიან რატომ არ გაგვაჩერეთო, როგორც მაგალითად, ახლა გვეუბნება პუტჩისა და ვარდების რევოლუციის ბევრი აქტიური მონაწილე.” – წერს სოსო მანჯავიძე.