ოპოზიცია კვლავ უწყვეტ პროტესტს აანონსებს. ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ისევ ხელახალი არჩევნების ჩატარება რჩება.
ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ განაგრძობენ მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან.
პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი და დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია გაგრძელდება, რათა ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
“რა თქმა უნდა, ყველა მშვიდობიანი გზა, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოშია გაგრძელდება. ამასთან, გაგრძელდება მუშაობა დიპლომატიური კუთხით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. თქვენ ნახეთ სანქციების განაცხადი ევროკავშირის ელჩის მხრიდან, ისევე როგორც აშშ-ის ელჩის მხრიდან. მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა ქვეყანა დავუბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში ხელახალი არჩევნების გზით”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.