Uncategorized

გიორგი გახარია – თუ არ დავასრულეთ პირველი ფაზა ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, მერე ძალიან გვიან იქნება, ამიტომ კონცენტრირებულად ვმუშაობთ, რომ ამ ინსტიტუტების ლეგიტიმაცია არ მოხდეს პარტია “

გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს. როგორც გახარიამ “ფორმულას” ეთერში განმარტა, თუ მათი გეგმა შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე არ შესრულდება, მერე ძალიან გვიან იქნება.

“ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების.” – აღნიშნა გიორგი გახარიამ. გადაცემის წამყვანის, გიორგი თარგამაძის დამაზუსტებელ რეპლიკაზე,

“ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დავაზღვიოთ გარკვეული რისკები პერსპექტივაშიც, ამ ეტაპზევე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია, პოლიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების უარყოფასთან მიმართებაში” – გიორგი გახარიამ უპასუხა: “რა თქმა უნდა, დიახ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,935 ნახვა