Uncategorized

რუსეთში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები აღმოაჩინეს

x

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები დახურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი მტკიცებით, უკანონ ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად 50-ზე მეტ ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი დაზარალდა. რუსეთში განთავსებული ქოლ-ცენტრების დღიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და კომპანია „მილტონ-გრუპის“ დამფუძნებლის, დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დავით კეზერაშვილის ინტერესებში მომუშავე ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონ საქმიანობა აღკვეთა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

უშუალოდ რუსეთში ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები ისრაელისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე კესელმანი და ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე ტოდვა იყვნენ. კესელმანი დაკავებულია, ხოლო ტოდვაზე ძებნაა გამოცხადებული. საერთო ჯამში რუსეთში ქოლ-ცენტრების საქმეზე 11 ადამიანია დაკავებული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,637 ნახვა