პოლიტიკა

ნინო ნადირაძე : 2030-შია გაფართოებაზე საუბარი, 5 წლით ადრე მეზობელს, ახლობელს რომ ესვრი, არავის რომ არ ელაპარაკები, ყველა გეზიზღება – ეს სამშობლო რაღას ნიშნავს მეტს? ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის, დის გარეშე! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი

ექიმი ნინო ნადირაძე რუსთაველზე, საპროტესტოდ გასულ ახალგაზრდებს მიმართავს. მისი თქმით, ყველაფერი უკრაინული მაიდნის სცენარის მიხედვით მიდის და ამ სცენარის ფინალი კი, ვნახეთ, რომ არის ქვეყანაში რუსის ჯარის შემოსვლა. 

„მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო, არ მინდა, რომ შენ იგივე ნახო. მინდა, უკეთესი ცხოვრება ნახო. დამიჯერე, დაითმინე ცოტა ხანი. 2030-შია, გაფართოებაზე საუბარი, 5 წლით ადრე მეზობელს რომ ესვრი, ახლობელს რომ ესვრი, არავის რომ არ ელაპარაკები, ახლობელი თუ არ გიყვარს, და თუ არ გიყვარს, ძმა თუ არ გიყვარს, ყველა გეზიზღება- ეს სამშობლო რაღას ნიშნავს მეტს? ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის, დის გარეშე! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი. კლასიკური ბოლშევიკური სქემაა. მაიდნის სცენარი წინ უდევთ და მარიონეტებივით ამ ბავშვებს ატარებენ ამ მიმართულებით. ალბათ სამოქალაქო ომამდე მივა ეს ყველაფერი და ეს ბავშვები ალბათ, ტავისი თვალით ნახავენ, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რაც მე არ მინდა, რომ მოხდეს.

ნატოს ჯარი აქ არ შემოგივა, შემობრიგინდება რუსის ტანკი. მაიდნის მიხედვით მივდივართ და იმ სცენარის მიხედვით, ფინალი არის რუსის შემოსვლა. მე უფროსი ვარ და ძალიან ბევრი ცუდი რამ მაქვს ნანახი. ადამიანები ხშირად თვითგანადგურებისკენ არიან მიდრეკილი“,-აცხადებს ნინო ნადირაძე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,355 ნახვა