პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ

აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, ორი აზრი არ არის“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ის 300-ზე მეტ დაკავებულს შეხვდა.

„300-ზე მეტ დაკავებულს შევხვდი პირისპირ და მათი ძალიან დიდი უმრავლესობა, 200-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.“, – განაცხადა იოსელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,478 ნახვა