Uncategorized

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

„ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე ისაუბრა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე და განაცხადა, რომ „ასადი ქვეყნიდან გაიქცა – მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით“.

„მათ [რუსებმა] დაკარგეს ყოველგვარი ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, ერთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე კი ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო. ანალოგიურად, ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და ამ სიგიჟის შეჩერება. მათ [უკრაინელებმა] დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,937 ნახვა