პოლიტიკა

დონალდ ტრამპი- აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში. ეს არ არის ჩვენი ომი

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

„სირიაში არეულ-დარეულობაა, მაგრამ ეს ქვეყანა არ არის ჩვენი მეგობარი. აშშ -ს ამასთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი საერთო. ეს არ არის ჩვენი ომი, ნუ ჩაერევით!“,- დაწერა აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიაში  არსებულ კონფლიქტში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ ობამას გამო დაიწყო სირიაში ჯოჯოხეთი, რომელშიც რუსეთი ჩაერია. 

ცნობისთვის, სირიის არმიის მეთაურობამ ოფიცრებს აცნობა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის 24-წლიანი ავტორიტარული მმართველობა დასრულებულია. ინფორმაციას „როიტერი“ სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს. აჯანყებულთა განცხადებით, მათ გაათავისუფლეს პატიმრები სედნაიას ციხიდან, რომელიც დამასკოს შემოგარენში მდებარე უმსხვილესი სამხედრო ციხეა, სადაც სირიის ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავდა ათასობით ადამიანი.

სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,935 ნახვა