პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: რა ხდება, ჯერ ერთმანეთი სცემეს, შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს – “მთავარი არხის” განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახის განცხადებით მთავარმა არხმა შეცდომა დაუშვა

ახლა რა ხდება, ჯერ ერთმანეთი სცემეს შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, “მთავარი არხის” განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ადამიანების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ-ერთი კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახის განცხადებით “მთავარმა არხმა” შეცდომა დაუშვა, როცა მათი ოჯახის წევრი მოძალადედ გამოაცხადა და მისი ფოტოები საჯაროდ გაავრცელა, – წერს დავით ჩიხელიძე ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ორი ვარიანტი არსებობს:

“მთავარი არხის” მიერ ნახსენები ახალგაზრდა ან მართლა მოძალადეა, ან ტელეკომპანიამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, ოპოზიციისთვის კი ორივე ვარიანტი დამაზიანებელია, ვინაიდან, თუ მოძალადეა ნიშნავს, რომ ჟურნალისტის ცემა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. “ახლა რა ხდება, ჯერ ერთმანეთი სცემეს შემდეგ ერთმანეთი დაჭამეს, მთავარი არხის განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ადამიანების ნაწილი იდენტიფიცირებულია, ერთ ერთი კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ოჯახის წარმომადგენელია, ოჯახის განცხადებით მთავარმა არხმა შეცდომა დაუშვა, როცა მათი ოჯახის წევრი მოძალადედ გამოაცხადა და მისი ფოტოები საჯაროდ გაავრცელა. ორი ვარიანტი არსებობს, ეს ბიჭი ან მართლა მოძალადეა ან მთავარმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, ოპოზიციისთვის ორივე ვარიანტი დამაზიანებელია. თუ მოძალადეა ნიშნავს, რომ ჟურნალისტის ცემა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და ისინი ერთმანეთს არ ინდობენ (რაც საკმაოდ რეალურია) მეორე შემთხვევაში კი მიუხედავად შეცდომისა, მთავარმა არხმა მთელი ძალით დაიწყო საკუთარი მხარდამჭერის ოჯახის წევრის გაშავება, რადგან მათ ასე აწყობთ. მთავარი მიზნის მისაღწევად ისინი ერთმანეთს არ ინდობენ. ეს არის ოპოზიციის რეალური სახე, მათთვის მთავარია მიზანს მიაღწიონ, მერე რა თუ მიზნის მისაღწევ გზაზე საკუთარ მომხრეს სცემენ ან გააშავებენ, ისინი მათთვის სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებენ,”- წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,933 ნახვა