ოპოზიციის მხარდამჭერი ნინუკა ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი – ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო, როგორც ზონდერი და “ტიტუშკა”.
როგორც ნინო ბორჩხაძე წერს, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ ასახავს და, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებმა ეს საჯაროდ დააფიქსირეს, მათ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად ამ კონკრეტული მედიიდან არავინ დაკავშირებია.
“მთავარი არხი•Mtavari Arkhi იდენტიფიცირება “შეძელით” ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც ტიტუშკაა, არც ზონდერი. არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ. ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება. ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ. ველოდები თქვენგან პასუხს” – დაწერა ნინუკა ბორჩხაძემ.
ამ დროისთვის აღნიშნული განცხადება ბორჩხაძის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება.