პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დიდი არეულობაა “ნაცებში”, მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში

დიდი არეულობაა “ნაცებში”, მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ ამბავში ცხადია ის, რომ იმის მიუხედავად თავდასხმა დაგეგმილი იყო თუ დაუგეგმავი, შსს ყველაფერს აკეთებს დანაშაულის გასახსნელად.

“დიდი არეულობაა “ნაცებში”, მგონი უკვე ზუსტად იციან რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა, ისევ მათივე ხალხის გაკეთებულია, გარჩევები მიდის ერთმანეთში, “მე კი არ შენ იყავი” ამუშავდა. აფსუს სკოლებში ბავშვებთან რუპორით მისული ონისე ცხადაძე, ოღონდ გირაოთი გამომიშვით და გამოძიებასთან არათუ ვითანამშრომლებ, ისეთ რამეებს მოგიყვებით ნიკანორ მელიას თავზე თმები ამოუვაო… ერთი რამ კი ცხადია, ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო თუ დაუგეგმავი ძალადობა, შსს ყველაფერს აკეთებს ამ დანაშაული გასახსნელად, მერე კი ვინ ვის და რას დააბრალებს ესეც კარგად გამოჩნდება.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,651 ნახვა