ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე დაუდგენელი პირების მიერ თავდასხმის ფაქტზე.
მისი თქმით, გასარკვევია ეს ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ საპოლიციო ძალებს თუ არიან ფორმაში გადაცმული ჯგუფები დაკვეთილი აგრესიისათვის.
„ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა. გასარკვევია ეს ადამიანები ნამდვილად წარმოადგენენ საპოლიციო ძალებს თუ არიან ფორმაში გადაცმული ჯგუფები დაკვეთილი აგრესიისათვის. სათანადოდ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის უნდა მოხდეს მათი პასუხისგებაში მიცემა,- წერს თამთა მეგრელიშვილი.