პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას – რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად, აქვთ განცდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება

თქვენ იცით, რომ ევროპული პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში გამორიცხავს ასეთი აქციების დროს ნიღბების გამოყენებას და ეს დაადასტურა ამ დღეებმაც, ყველა ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც თავს ესხმოდა პოლიციელებსაც, ჟურნალისტებსაც, მოქალაქეებსაც, სწორედ ნიღბებით იყვნენ აღჭურვილები და რა თქმა უნდა, ეს ურთულებს პოლიციას მუშაობას. ამიტომ პრემიერის ინიციატივით, ჩვენ მომავალ კვირაში, პარლამენტში ვიმსჯელებთ ამ საკითხზე დაჩქარებული წესით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეგნებულად, რადიკალური ჯგუფები არიან კარგად აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათ შორის ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, იმისათვის რომ გართულდეს მათი იდენტიფიცირება და სწორედ, რადიკალური ჯგუფები იმიტომ იქცევიან ასე თამამად, ასე თავხედურად, აქვთ განცდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება.

„მივიღებთ შესაბამის კანონმდებლობას რის მიზანიც იქნება, რომ ყველას ჰქონდეს აქციაზე მისვლის, გაპროტესტების, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, თუმცა ნიღბები იყოს აკრძალული იმისათვის, რომ ნებისმიერი მოძალადე, რომლის მხრიდანაც არ უნდა იყოს და ვისზეც არ უნდა ძალადობდეს, იყოს იდენტიფიცირებული და იგივე გუშინდელი ფაქტი, იცით თქვენ , რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით შსს-ს განცხადებას, თუმცა ბევრი მოძალადის იდენტიფიცირება რთულდება იმიტომ, რომ შეგნებულად ისინი არიან კარგად აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათ შორის ნიღბებით, სხვა დამცავი საშუალებებით, იმისათვის რომ გართულდეს მათი იდენტიფიცირება და სწორედ, რადიკალური ჯგუფები იმიტომაც იქცევიან ასე თამამად, ასე თავხედურად, აქვთ განცდა, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ამიტომ ჩვენ ევროპულ სტანდარტს დავუახლოებთ, მათ შორის, ამ კანონმდებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დაუსჯელი არ დარჩეს არავინ,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,675 ნახვა