პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: რა თქმა უნდა ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს – ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე გააკეთე სხვის მიმართაც

ნაცობა არა მარტო სირცხვილი, არამედ დანაშაულია. ნახეთ, პოსტვ-ის 20 წლის ჟურნალისტ გოგონას. როგორ აგინებენ, თავისი ჭკუით როგორ ამცირებენ და შეურაცხყოფენ, რა უცენზურო და უწმაწურ სიტყვებს არ ეძახიან ეს გაუკუღმართებული ჭკუის ნახირი (სხვა რა შეიძლება უწოდეს მაგათ კაცმა) და ეს თითქოსდა არაფერია, მაგრამ თავისიანებს მიმართ თუ ვინმემ რაიმე ზემოქმედება, გააკეთა უმალ აწკავწკავდებიან ნამშიერი ტყიდან ახლად გამოვარდნილი ტურებივით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე, მაკა ჩიხლაძეზე და ოპერატორზე თავდასხმას და აქციის მონაწილეების მიერ „პოსტვ“-ს ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის ალყაში მოქცევის და შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აზიარებს.

მისივე თქმით, ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს -ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე უნდა გააკეთო სხვის მიმართაც.

„ნაცობა არა მარტო სირცხვილი, არამედ დანაშაულია. ნახეთ, პოსტვ-ის 20 წლის ჟურნალისტ გოგონას. როგორ აგინებენ, თავისი ჭკუით როგორ ამცირებენ და შეურაცხყოფენ, რა უცენზურო და უწმაწურ სიტყვებს არ ეძახიან ეს გაუკუღმართებული ჭკუის ნახირი (სხვა რა შეიძლება უწოდეს მაგათ კაცმა) და ეს თითქოსდა არაფერია, მაგრამ თავისიანებს მიმართ თუ ვინმემ რაიმე ზემოქმედება, გააკეთა უმალ აწკავწკავდებიან ნამშიერი ტყიდან ახლად გამოვარდნილი ტურებივით. რა თქმა უნდა ყოველი ძალადობა დასაგმობია ვისზეც არ უნდა ხორციელდებოდეს -ჟურნალისტი იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მაგრამ ერთზე თუ ითხოვ დაგმობას, ასევე გააკეთე სხვის მიმართაც? თუმცა ჩემი ეს სიტყვები ვიცი, რომ “მგლის თავზე სახარების კითხვაა”. ვინაიდან დასკვნა: ნაცობა ისეთი საშინელი უზნეო ავადმყოფობაა, რომელიც სამწუხაროდ არ იკურნება. ამიტომ ეს ძალა ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ამოიშანთოს ქართული სინამდვილიდან“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,671 ნახვა