საზოგადოება

ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!- თამუნა კუბლაშვილი

სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი, რომელმაც აქციაზე, შვილის ცემა ტელევიზიის მეშვეობით შეიტყო და მის დასახმარებლად წავიდა, გზად ავარიაში მოყვა და დაიღუპა. გავრცელებულ დეზინფორმაციას გარდაცვლილის შვილი ეხმიანება:

„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.

თუმცა, ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა, ამაზრზენია!

დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!

ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – დაწერა თამუნა კუბლაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,348 ნახვა