Uncategorized

თამთა მეგრელიშვილი: რამდენიმე ათეული ვიგინდარა მოუწოდებს კომპანიებს გაიფიცონ, რატომ აბულინგებენ კომპანიებს, როცა მათი დამფინანსებლები, მაგალითად, კახა ოქრიაშვილი არ მიდის გაფიცვაზე, პსპ -მ შეწყვიტა მუშაობა და მე არ გამიგია?

ქართული ოპოზიცია არის ბნელი მხარე და სისხლიანი ლაქა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძალა რომელიც აბტი-კანონიერი ქმედებებისთვის ამარაგებს მომიტინგეებს პიროტექნიკით, მოლოტოვის კოქტეილებით, თავად ზის ოფისში და იქიდან იძლევა პარლამენტის შენობისა და პოლიციელების დაწვის ბრძანებას, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის დავალებით, რამდენიმე ათეული ადამიანი აბულინგებს კომპანიებს, რომ გაიფიცონ. იგი სვამს კითხვას, რატომ უნდა გაიფიცონ სხევბი, როდესაც ოპოზიციის დამფინანსებლები, მაგალითად, კახა ოქრიაშვილი და მისი კომპანია “პსპ” არ გაფიცულა. “ქართული ოპოზიცია არის ბნელი მხარე და სისხლიანი ლაქა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძალა რომელიც ანტი-კანონიერი ქმედებებისთვის ამარაგებს მომიტინგეებს პიროტექნიკით, მოლოტოვის კოქტეილებით, თავად ზის ოფისში და იქიდან იძლევა პარლამენტის შენობისა და პოლიციელების დაწვის ბრძანებას. ამის პარალელურად ისინი აბულინგებენ ყველას, ვინც მათ მხარეს არ არის. მაგალითად, მათი დავალებით, რამდენიმე ათეული ვიგინდარა მოუწოდებს კომპანიებს – გაიფიცონ. მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა პირველი- თავად რატომ სხედან თბილად საკუთარ ოფისებში და რატომ არ მიუძღვებიან წინ მომიტინგეებს?! კითხვა მეორე- რატომ აბულინგებენ კომპანიებს გაიფიცონ? როცა მათი დამფინანსებლები, მაგალითად კახა ოქრიაშვილი არ მიდის გაფიცვაზე. PSP-მ შეწყვიტა მუშაობა და მე არ გამიგია? რა თქმა უნდა არა! ყველაფერი გასაგებია ხომ?!” – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,930 ნახვა