მტკიცებულება არის ქუჩაში. მეტი რა გინდათ? მე არ ვარ მტკიცებულებების დამლაგებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულით უპასუხა კითხვას – „სხვა ქვეყნების მინისტრებთან, რომლებსაც ესაუბრეთ, იყო თხოვნა, რომ არ ყოფილიყო აღიარებული არჩევნები? მტკიცებულებები მიწოდებული გაქვთ მათთვის?“
„აბა რა, აბა რა. მტკიცებულება არის ქუჩაში. მეტი რა გინდათ? მე არ ვარ მტკიცებულებების დამლაგებელი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამკვირვებელთა ორგანიზაციებმა მოაგროვეს ძალიან ბევრი მტკიცებულება, ეს მტკიცებულებები არის სტრასბურგში. ასევე, მე შევიტანე საკონსტიტუციოში ორი მიმართულებით სარჩელი“.
Facebook Comments Box