პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დასაფასებელია ეუთო/ოდირის ობიექტური განცხადებები, რეალობა ერთია – საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც გაგვიხდა, ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია, რომ ტყუილი არ თქვა ეუთო/ოდირმა

დღეს, ცოტა რთულია სუპერ-ობიექტური განცხადებების კეთება იმ მასობრივი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბულინგის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს არ მართავენ ჯაშუშები, მეტი მიზეზი, მეტი რეალური საბაბი ამ ყველაფერს არ გააჩნია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადება: „მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როცა პოლიტიკური აქტორები, შესაძლოა, პრევენციულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს, როგორც უსამართლოს, როცა გამარჯვება ხელიდან ეცლებათ, არჩევნების დაკვირვების მნიშვნელობა არასდროს ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი“.

მდინარაძის განცხადებით, დასაფასებელია ობიექტური განცხადებები ეუთო/ოდირის მხრიდან, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ არჩევნების მთავარ დამკვირვებლად არის აღიარებული. ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი კი, მისივე თქმით ისაა, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით ტყუილი არ თქვა.

„დასაფასებელია ეუთო/ოდირის და შესაბამისი წარმომადგენლობების მხრიდან ობიექტური განცხადებები, იმიტომ, რომ რეალობა ერთია – საქართველოში კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, ამის აღნიშვნა სამადლობელ ამბადაც გაგვიხდა, თუმცა, კი ბატონო, არ დავიშურებთ მადლობას ყველა იმ ადამიანის თუ ორგანოს მხრიდან, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს საქართველოსთან დაკავშირებით. ოპოზიციის კრიტიკის საფუძველია, რომ ტყუილი არ თქვა ეუთო/ოდირმა, მთავარმა დამკვირვებელმა არჩევნებზე. ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულია, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი დამკვირვებელი, რომელიც ქმნის მისიებს ამ მიზნისათვის, ოღონდ, არსებობს ერთი „გახარიელი“ ბექა ლილუაშვილი, მისთვის ეს არ წარმოადგენს არაფერს. ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ბექასი უფრო სჯერათ, ლილუაშვილის, გახარიას ლილუაშვილზეა საუბარი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,641 ნახვა