პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

View Post

პრემიერის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი.

„ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის ყველაფერი. თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ, – განაცხადა პრემიერმა.

-0:09

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,641 ნახვა