Uncategorized

ზურაბ ქადაგიძე: ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ

ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი, არავინ ზღუდავს აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს მას.

„ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი, არ დაუკავებიათ. თურმე შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი და არავინ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს. მას შემდეგ რაც, პუტჩისტი პარტიებისა და მათი ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით პირო-ტექნიკა, “მოლოტოვები”, ნიღბები და უამრავი ნივთ-მტკიცება, რითაც ამ დღეების განმავლობაში, ექსტრემისტული ჯგუფები პოლიციასთან დაპირისპირებაში იყენებდნენ. შესაბამისად, ამოღებულია დანაშაულის საშუალებები, დაკავებული არიან ორგანიზატორები და დაწყებულია მათ წინააღმდეგ გამოძიება, პროტესტმა მშვიდობიანი ფორმა შეიძინა და არავის უსვრია, დაუწვავს და კონფლიქტში შესულა ძალოვან უწყებებთან,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,931 ნახვა