Uncategorized

ზაალ ანჯაფარიძე: ყველა ის ძალადობრივი აქტი, რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, თავიდან ბოლომდე იყო და არის მართული და დაფინანსებული ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიის მიერ, ამიტომაც დაშავებულ პოლიციელსა თუ მომიტინგეებზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მოდის ამ პარტიების ლიდერებზე

ალბათ შეამჩნევდით, რომ როგორც კი მომიტინგეებმა შეწყვიტეს პოლიციის მისამართით პეტარდების სროლა, რაკი პარტიებმა მარაგები ვეღარ შეუვსეს – აქცია დაუბრუნდა მშვიდ კალაპოტს და ცხადია, არანაირ საპასუხო აგრესიას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ყველა ის ძალადობრივი აქტი რაც ბოლო დღეებში ხდებოდა თბილისის ცენტრში, თავიდან ბოლომდე იყო და არის მართული და დაფინანსებული ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიის, მათი ლიდერების და სპონსორების მიერ, ამიტომაც დაშავებულ პოლიციელსა თუ მომიტინგეებზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მოდის ამ პარტიების ლიდერებზე.

„ონლაინ მარკეტებზე საბრძოლო ფეიერვერკების უზარმაზარი არჩევანია (მაგალითად, აი ასეთის). გუშინ რადიკალებმა ფეიერვერკები არ ან ვერ გამოიყენეს, რადგანაც სამართალდამცავებმა პრევენციის მიზნით გადაუკეტეს მათ ფეიერვერკებით მომარაგების წყაროები. პეტარდების საწყობები კი სწორედ იმ ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებში იყო განთავსებული, მოლოტოვის კოქტეილებთან და სხვა ამუნიციასთან ერთად. შესაბამისად, დაიმსხვრა მითი (მისი არც არავის სჯეროდა!), თითქოს „გულანთებული“ ახალგაზრდების ე.წ. „პროევროპულ“ აქციებს ფეიერვერკების და მოლოტოვის კოქტეილებით სპონტანური ხასიათი ჰქონდა. მგონი ცოტანი დარჩნენ ისინი ვისაც კიდევ სჯერა ამის. ყველა ის ძალადობრივი აქტი რაც ბოლო დღეებში ხდებოდა თბილისის ცენტრში, თავიდან ბოლომდე იყო და არის მართული და დაფინანსებული ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიის, მათი ლიდერების და სპონსორების მიერ. ამიტომაც დაშავებულ პოლიციელსა თუ მომიტინგეებზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მოდის ამ პარტიების ლიდერებზე. ალბათ შეამჩნევდით, რომ როგორც კი მომიტინგეებმა შეწყვიტეს პოლიციის მისამართით პეტარდების სროლა, რაკი პარტიებმა მარაგები ვეღარ შეუვსეს – აქცია დაუბრუნდა მშვიდ კალაპოტს და ცხადია, არანაირ საპასუხო აგრესიას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,933 ნახვა