Uncategorized

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თუ ჰგონიათ, რომ იმის გამო, რომ ისინი გაიპარნენ აქციიდან და სადღაც არიან შეფარებულები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თუნდაც პოლიტიკური და თუნდაც სამართლებრივი, ძალიან ცდებიან

თუ ჰგონიათ, რომ იმის გამო, რომ ისინი გაიპარნენ აქციიდან და სადღაც არიან შეფარებულები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თუნდაც პოლიტიკური და თუნდაც სამართლებრივი, ძალიან ცდებიან, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

„არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ძალადობრივი ქმედებები შეეწყვიტათ პარლამენტის შენობის მიმართ, არ გადაეწვათ, პოლიციელებს თავს არ დასხმოდნენ, ვინმე რომ არ დაეშავებინათ და ამართლებენ ამ ყველაფერს. თუ ჰგონიათ, რომ იმის გამო, რომ ისინი გაიპარნენ აქციიდან და სადღაც არიან შეფარებულები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, თუნდაც პოლიტიკური და თუნდაც სამართლებრივი, ძალიან ცდებიან. ძალიან კარგად ხვდება ყველა, ვინ არის ამ ექსცესების სისტემურად რეალური ორგანიზატორი. კანონი ყველას პასუხს მოსთხოვს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,651 ნახვა