პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის აქტივისტის მოწოდებაზე მოსწავლეების პროტესტში ჩართვასთან დაკავშირებით- სად არიან ბავშვთა უფლებადამცველები, არასამთავრობოები რატომ დუმან? იმიტომ რომ დავალება ერთი აქვთ, ყველა ბინძური მეთოდი უნდა გამოიყენონ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, სადაც ოპოზიციის აქტივისტი ონისე ცხადაძე სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს, გარეთ გამოვიდნენ. 

ქადაგიძე აღნიშნავს, „სად არიან ბავშვთა უფლებადამცველები, არასამთავრობოები რატომ დუმან? იმიტომ რომ დავალება ერთი აქვთ, ყველა ბინძური მეთოდი უნდა გამოიყენონ,  მიზანს უნდა მიაღწიონ, თუნდაც სხვისი შვილების ფსიქიკის დანგრევის ხარჯზე!“

„ყველა ერთი ყალიბითაა გამოჩარხული. ფეხებზე ჰკიდა ბავშვიც, მისი მომავალიცა და ხვალინდელი დღეც. მთავარია, საკუთარი ბინძურ ლიბერალურ ეგოს ხომ იკმაყოფილებს, პატრონებს ანახებს, რა კრეატიული “ბიდლოა”. სად არიან ბავშვთა უფლებადამცველები, არასამთავრობოები რატომ დუმან? იმიტომ რომ დავალება ერთი აქვთ, ყველა ბინძური მეთოდი უნდა გამოიყენონ,  მიზანს უნდა მიაღწიონ, თუნდაც სხვისი შვილების ფსიქიკის დანგრევის ხარჯზე! რომელიმე ბავშვის მშობელი რომ შეხვდეს და გადაამტვრიოს თავზე ეს “რუპორი”, ხომ გამოენთება ყველა – პოლიტიკური ანგარიშსწორებააო?!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,820 ნახვა