პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ღარიბაშვილის თქმით, აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,386 ნახვა