პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე: შიგ ევროპაში “ტრუპის” გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი, “ტრუპის” გარეშე ხომ მხოლოდ “ჩელიაბინსკია”

დავით ქართველიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე: შიგ ევროპაში “ტრუპის” გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი, ერთი “ტრუპი” და გავდივართ, წინ – ბრიუსელი გველოდება ესეც “ტრუპი გვინდა” – წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ “მშვიდობიან მიტინგზე” აღარ მოვა. შიგ ევროპაში ტრუპის გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რადიკალების აქციიდან გავეცელებულ ვიდეოს, სადაც მსხვერპლის აუცილებლობაზეა საუბარი.

მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად “შიგ ევროპული” მენტალობა მზადაა და მხოლოდ ორი დეტალია დარჩენილი – მსხვერპლის შერჩევა და “მკვლელ-სახელმწიფოზე” მორგებული დრამატურგიის აწყობა.

“ესეც “ტრუპი გვინდა” – წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ “მშვიდობიან მიტინგზე” აღარ მოვა. შიგ ევროპაში ტრუპის გარეშე მოხვედრა ხომ შეუძლებელია? საწევრო ზვარაკია გადასახდელი. რიტუალური მსვერპლშეწირვა. აი ოთხი წლის წინ რომ იყო “ქასტინგი” და ფეხმძიმე ქალის კანდიდატურაზე რომ შეჯერდნენ. მაგრამ, ფეხმძიმე ქალის მოყვანაც ჭირს უკვე როგორც ჩანს – ბავშვებიც ამიტომ დაჰყავთ. მაგრამ აქაც ხომ პრობლემაა? ესენი ბავშვს კი მოკლავენ, “ბაზარი” არაა, მაგრამ ეს ხომ სპეცნაზელის ხელით უნდა მოხდეს, კამერების წინ. მოკლედ სერიოზული დასაფიქრებელია. მაგრამ “ტრუპის” გარეშე – ევროპა ხელიდან ეცლებათ. ტრუპის გარეშე ხომ მხოლოდ “ჩელიაბინსკია”. მთელი საქართველო მათ ამ ვირტუალურ “რეალითი შოუში” ტრუპის მოლოდინშია პირდაპირ ეთერში. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შიგ-ევროპული მენტალობა მზადაა. ორი “დეტალიღა” დარჩა – მსხვერპლის შერჩევა და “მკვლელ-სახელმწიფოზე” მორგებული დრამატურგიის აწყობა. ჯალათის პრობლემა – არაა. ერთი ტრუპი, მხოლოდ ერთი – და გავდივართ. წინ – ბრიუსელი გველოდება…” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,419 ნახვა