Uncategorized

ტრამპი ბაიდენს საკუთარი ვაჟის შეწყალების გამო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ მისი ვაჟის ჰანტერ ბაიდენის შეწყალების ამბავს გამოეხმაურა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

როგორც ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, ის ელოდა, რომ ბაიდენი იმ ექვს ადამიანს შეიწყალებდა, რომლებსაც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმში სდებენ ბრალს. “ვრცელდება, თუ არა ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება ტყვეებზე, რომლებიც მრავალი წელია ციხეში იმყოფებიან? ეს უფლებამოსილების ბორტად გამოყენება და სასამართლო შეცდომაა!”, – დაწერა ტრამპმა.

ბაიდენის მიერ საკუთარი ვაჟის შეწყალებას ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. “პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობამ დაამტკიცა, რომ “დემოკრატების” მიერ კონტროლირებადი იუსტიციის დეპარტამენტი და სხვა რადიკალი პროკურორები დამნაშავეები არიან იმაში, რომ მართლმსაჯულების სისტემა იარაღად აქციეს”, – თქვა თეთრის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახლა ხელმძღვანელმა სტივენ ჩუნგმა.

“მართლმსაჯულების ეს სისტემა უნდა გამოსწორდეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თითოეული ამერიკელისთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ზუსტად ამას გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელების დიდი მანდატით დაბრუნებისთანავე”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, თეთრმა სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ბაიდენმა საკუთარი ვაჟი. მას ბრალი იარაღის შეძენა-ფლობასა და 9 საგადასახადო სამართალდარღვევაში ედებოდა. ბაიდენის თქმით, შვილი იმის გამო შეიწყალა, რომ ის შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა. შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის სრული და უპირობო შეწყალება და ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას ტრამპი ვერ შეძლებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,820 ნახვა