Uncategorized

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან, კლინიკებში 37 ადამიანი გადავიყვანეთ

არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და შეუწყნარებელია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში აწვდის, იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ დაშავებულებს, მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსებულია საჭიროზე მეტი რაოდენობით, იმ ადგილებზე, სადაც იმართება ეს აქციები და შესაბამისად, პრაქტიკულად მყისიერი სამედიცინო დახმარება უკლებლივ ყველა ადამიანისთვის ვისაც არ უნდა დაჭირდეს, უზრუნველყოფილი იყო ადგილზეც და მთელი ამ დღეების განმავლობაშიც“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს.

„ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი და მედიის წარმომადგენელი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ აღენიშნებათ დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი.

ყველას მოვუწოდებ, უკლებლივ, დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინ როცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათო პროდუქტი, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,931 ნახვა