პოლიტიკა

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მოითხოვონ ანაზღაურებადი შვებულება და თავისუფალი დრო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში გამოიყენონ. პარტიები მათ შორის, ქართულ კომპანიებს მოუწოდებენ, რომ გასცენ შვებულებები და ამით მხარი დაუჭირონ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

“2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ქართულ კომპანიებს, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!”-ნათქვამია განცხადებაში.”- ნათქვამია პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,931 ნახვა