პოლიტიკა

ლევან პირველი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტოლოგი ლევან პირველი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

როგორც მისი მეგობარი სოსო მანჯავიძე წერს, „უმძიმეს მდგომარეობაში მყოფიც კი ლევანი საქართველოში რა ხდებაო -კითხულობდა. დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა მისი უდროო გარდაცვალება“.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, თურქეთის დედაქალაქში ანკარაში, ლევან პირველს დაუდასტურდა ბაქტერიებით მოწამვლის ფაქტი. მისი მოწამვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და გამოძიების დაწყება მოითხოვა.  ვასაძის თქმით, თურქი ექიმების განცხადებით, დაფიქსირდა პირველის მიზანმიმართული მოწამვლა. კერძოდ, ორგანიზმისთვის დამაზიანებელი ბაქტერიების დოზირებულად რაღაც პერიოდის განმავლობაში მიწოდებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,422 ნახვა