ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეჩერება დროებითია და აუცილებლად მოხდება არამხოლოდ ამ ურთიერთობების გადატვირთვა და აღდგენა, არამედ იმ პოზიტიურ დინამიკაში განვითარება, რომელიც იმ მნიშვნელოვანი მიზნების უზრუნველყოფას განახორციელებს, რაც ორმხრივი ურთიერთობებისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ასე ღირებული და მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან ის ძირითადი მიზნები არ იქნა რეალიზებული, რაც ამ ურთიერთობებს მართლაც სტრატეგიულ ნიშაზე გადაიყვანდა და ხელისუფლება ოპტიმიზმით უყურებს ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას.
„სამწუხაროა გადაწყვეტილების მიღება სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და თქვათ, რომ რის შეჩერებაზეა საუბარი?! ჩვენ წლებია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ვაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც დღემდე არ განხორციელებულა, ისევე როგორც ვითხოვდით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით ვიზების გაცემას და პირდაპირი ფრენების დანიშვნას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტ აქტუალიზაციას შესძენდა. ჩვენ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების შედეგად ეს მიმართულებები უკვე განხორციელებული გვაქვს, რაც ამ სტრატეგიული პარტნიორობის კომპონენტს რეალურად შინაარს აძლევს. ამ შემთხვევაში ეს არის გაცხადებული სურვილები, რომელიც არის აღბეჭდილი იმ შეთანხმებაზე, რომელიც ხელმოწერილ იქნა წლების წინ, თუმცა რეალობაში ის ძირითადი მიზნები არ იქნა რეალიზებული, რაც ამ ურთიერთობებს მართლაც სტრატეგიულ ნიშაზე გადაიყვანდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.