პოლიტიკა

„ფორმულას“ ჟურნალისტი სოფო ხუნწარია – ვერ მივიღებ ჩემს თავზე, რომ პარტიული ტელევიზია ვარ

სიცრუეა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ ლიდერს აქვს თავისი ტელევიზია. მე ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ვარ და ვერ მივიღებ ჩემს თავზე, რომ პარტიული ტელევიზია ვარ, მე არ ვარ პარტიული ტელევიზია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, სოფო ხუნწარიამ საქართველოს პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სოფო ხუნწარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა დაეთმოთ ეთერი. მისივე განმარტებით, პოლიტიკოსებთან ერთად, ეთერი უნდა დაეთმოს ხალხს.

„ეს არის ნამდვილი ხალხის ხმა, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა მე ამ ბატონს უნდა ვუპასუხო აუცილებლად, არ ვიცი, რას გულისხმობთ იმაში, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ ლიდერს აქვს თავისი ტელევიზია. ეს არის სიცრუე. მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით. მე ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი ვარ და ვერ მივიღებ ჩემს თავზე, რომ პარტიული ტელევიზია ვარ, მე არ ვარ პარტიული ტელევიზია და ეს იცის ჩემმა მაყურებელმა, რადგან აბსოლუტურად ყველაფერზე ვლაპარაკობ და ყველა რესპონდენტი მყავს, ყველა აზრის მქონე, მათ შორის თქვენნაირი აზრის.

შესაბამისად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი პირველი არხი დახურული იყო პოლიტიკური პარტიებისთვის. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ეროვნულ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური პროცესი, მაშინ პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ აქ და მოვითხოვოთ მათთვისაც ეთერი. დამატებით, რასაკვირველია, გეთანხმებით, რომ ხალხს სჭირდება ტრიბუნა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის, რომ პოლიტიკოსებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ეთერი უნდა დაეთმოს ხალხს. ეს არის აუცილებელი, ამით დავიწყეთ ჩვენ გუშინდელი დღიდან აქ შეკრება და აქციები. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს პირველ არხზე რომ არ უშვებთ და რეგიონები ამას რომ ვერ ისმენენ, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ტესტად ვაკეთებთ დღეს და ტესტად ვთავაზობთ პირველ არხს, გაუშვებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს, დარწმუნებული ვარ, ის თანახმა იქნება. სიმართლე გითხრათ, რაც დაგვემართა და როგორც დაგვემართა, სწორედაც იმის ბრალია, რომ  რაღაცნაირად ერთმანეთს ვემიჯნებოდით და, ხალხო, დღეს არის ერთიანობის დრო, აღარ არის გამიჯვნების დრო, მე იმის მხარეს ვარ, ამის მხარეს ვარ, ის არ ვარ და ეს არ ვარ. დღეს ვართ ყველა ერთნი, მათ შორის პოლიტიკოსებიც. პოლიტიკოსებს რატომ ვითხოვთ? იმიტომ, რომ ჩვენნაირები უნდა გახდნენ, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ მათ, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რა გვჭირდება. დამთავრდა ამ ქვეყანაში ის, რომ ზევიდან გვკარნახობენ. შესაბამისად, ისინი აქ უნდა იდგნენ, რადგან ჩვენ უნდა ვუთხრათ, ჩვენ ესე გვინდა და ესე გადავწყვიტეთ და თუ სხვანაირად მოხდება, ხალხი კიდევ გაიღვიძებს და კიდევ შეცვლის. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შევცვლით“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

სოფო ხუნწარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ პარტიებს, სალომე ზურაბიშვილს და რიგით ადამიანებს უნდა დაეთმოთ ეთერი“.

„გადავიცემით პირდაპირ ეთერში, მაგრამ სატელევიზიო ფორმატი არის სხვა. დაუთმონ ეთერი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებზეც იტყუებიან, რომ ეძახდნენ და მათ უარი თქვეს. დაუთმონ ეთერი საქართველოს პრეზიდენტს და რიგით ადამიანებს, რომლებსაც ბევრი აქვთ სათქმელი, ეს ტელევიზია არის თქვენი, თქვენია ეს არხი“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ საქართველოს პირველ არხთან მიმდინარე აქციაზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,933 ნახვა