ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა. რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ? არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს საკუთარ აქტივს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციური მედიის მიერ ამ ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვების მიზეზად, ქადაგიძე, ვითომ გაყალბებული არჩევნების ერთადერთი ხელმოსაჭიდის გაქარწყლებას ასახელებს.
მისი თქმით, რადიკალები მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია გამოუვიდეთ, თუმცა, არაფერი გამოუვათ.
“ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა. რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ? არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, საკუთარ აქტივს. ნეტავ რატომ? იმიტომ რომ, ერთადერთი ხელმოსაჭიდი, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიისა, თავზე ემხობათ და ახლა მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ, რომ ყველანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი გადაიფაროს. არ გამოგივათ ეგ ამბავი, სრულად ხელმოცარულები გახდით და ამ ღალატზე , რასაც სახელმწიფოს წინაშე სჩადიხართ, პასუხს უმკაცრესად აგებთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.