პოლიტიკა

გია ვოლსკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე: დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის

დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ…  ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას განცხადებას აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.

მისივე თქმით, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა.

„დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის. როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა“, – წერს გია ვოლსკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,973 ნახვა