პოლიტიკა

ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე: ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება.. ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მისამართით პიროტექნიკის გამოყენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული საქართველოში არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად.

„ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება.. ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია.. ეს არ გამოუვათ აქ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად“, – წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,933 ნახვა