პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია

დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა.

“ვინც არ იცის რას წარმოადგენს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის (ეუთო) ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან, ეს მათთვის, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 57 ქვეყანა და რომელიც თავის საქმიანობას ეწევა ბევრ ქვეყანაში. მის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ ქვეყნები აფასებენ არჩევნებს, ასე იყო ადრე და ასეა დღესაც. დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია. სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არაფრად აგდებენ ამ მეტად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნას. საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა. სულ მალე მოვა დრო, ყველაფერი გამჟღავნდება და სიმართლე თავის გზას იპოვის”, – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,930 ნახვა