ოპოზიცია და საერთაშორისო ფსევდო მეგობრები ეუთო/ოდირი დასკვნას ელოდებოდნენ, რომელიც არჩევნების შეფასების ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტური ინსტიტუტია, ახლა კი მათ დასკვნას სრულად უგულებელყოფენ, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიცია, სინათლის სიბნელით დაფარვას და მნიშვნელოვანი ამბების ქაოსში ჩაკარგვას ცდილობს, ერთ დროს ოპოზიციისთვის საფიცარი ორგანიზაციის დასკვნა კი დღეს მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“ოპოზიცია, სინათლის სიბნელით დაფარვას და მნიშვნელოვანი ამბების ქაოსში ჩაკარგვას ცდილობს, თუმცა როგორც ადრე აღვნიშნე, საქართველოს ცაზე არსებული ღრუბელი მალე გაიფანტება და სიმართლე წინა მხარეს გადმოვა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები არათუ რეალობას არ აშუქებენ არამედ რეალობას აყალბებენ (ამის არაერთი მაგალითი არსებობს) ახლა ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, როგორც გახსოვთ, ადრე ოპოზიცია და საერთაშორისო ფსევდო მეგობრები ეუთო/ოდირი დასკვნას ელოდებოდნენ, რომელიც არჩევნების შეფასების ერთ ერთი ყველაზე გამოცდილი და კომპეტენტური ინსტიტუტია, ახლა კი მათ დასკვნას სრულად უგულებელყოფენ, უფრო მეტიც ოპოზიციამ დღის წესრიგიდან სრულად გააქრო ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც მათ(ოპოზიციას) წამგებიან, მთავრობას კი მომგებიან პოზიციაში აყენებს.
ეუთო/ოდირი საკუთარ შეფასება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მაღალ შეფასებას აძლევს და აღნიშნავს რომ 2024 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმური, მისი შედეგები სრულად ასახავს ამომრჩევლის გამოხატულ ნებას და განწყობებს. ერთ დროს ოპოზიციისთვის მისაღები, უფრო მეტიც საფიცარი ორგანიზაციის დასკვნა, დღეს მიუღებელი აღმოჩნდა, ისინი იმდენად გათავხედდნენ, რომ არათუ მალავენ აღნიშნულ შეფასებებს, არამედ შეტევაზე გადავიდნენ, რაც მათგან გასაკვირი არ არის, რადგან ოპოზიციისთვის არ არსებობს პრინციპები, არ არსებობს მორალი და ა.შ. ადრე სალომე ზურაბიშვილს ლანძღავდნენ ახლა კი გმირია, ტრამპს ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ ახლა კი იმედია, ამერიკის ელჩს ლანძღავდნენ შემდეგ კი მუხლმოდრეკილები ხვდებოდნენ და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მსგავსი ფაქტები ოპოზიციის არასანდოობას უსვამს ხაზს. სამწუხაროდ ოპოზიცია ცდილობს რუსთველზე არსებული ხალხის მასა ბრბოდ აქციოს, რომელსაც განსჯის უნარი არ აქვთ და მარტივად სამართავები არიან, ადამიანებს თუ სრულ ინფორმაციას მიაწვდი მათ ვერ მართავ, სწორედ ამიტომ ოპოზიცია ცდილობს ბრბოს მხოლოდ ის ინფორმაცია მიაწოდოს რაც მათთვის მისაღები, ქვეყნის კი კატასტროფული ხასიათის მატარებელია.” – წერს დავით ჩიხელიძე.