პოლიტიკა

დავით დევიძე – სიცრუეა, რომ შევუერთდი სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას, ვაგრძელებ მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვემსახურები ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე აცხადებს, რომ სიცურუეა მასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს თანამშრომლების პეტიციას შეუერთდა.

როგორც დავით დევიძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – დავით დევიძე შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას.

აღნიშნული წარმოადგენს ტყუილზე დაფუძნებულ პროვოკაციულ მოქმედებას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს ჩემი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.

ვაგრძელებ მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს“, – წერს დავით დევიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,931 ნახვა