პოლიტიკა

ექიმი-  „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება, იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, თუმცა ამ წუთას არის მშვიდად

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს.

როგორც ექიმმა განაცხადა, მარიამ გაფრინდაშვილი მეთვალყურეობის მიზნით კლინიკაში დაახლოებით 24 საათი დარჩება.

„ჰქონდა თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული, თუმცა ამ წუთას არის მშვიდად. ითხოვს ბინაზე გაწერას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავტოვოთ მეთვალყურეობისთვის კლინიკაში დაახლოებით 24 საათი. მსუბუქი ტვინის შერყევის კლინიკაა. სხვა არაფერს უჩივის. დამაკმაყოფილებელია ჰემოდინამიკა, სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური აქვს“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ინგოროყვას ექიმის განცხადებით, მარიამ გაფრინდაშვილს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, მოხდა დამუშავება და გაკერვა.

„ჩაუტარდა ჭრილობას პირველადი დამუშავება. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა შუბლის არეში. მოხდა ჭრილობის დამუშავება, გაკერვა“, – განაცხადა ექიმმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,852 ნახვა