პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამიტომ ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი

არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამიტომ ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი იქნება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სათავეში.

„ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, მე ვრჩები, როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი. არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება, ვიდრე არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს იმას, ვინც უნდა შემცვალოს მე. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,745 ნახვა