პოლიტიკა

მალხაზ თოფურია: ახალგაზრდებს გასაგებია, რომ არ ესმით, არ უნახავთ და არ გადაუტანიათ, მაგრამ იმ უბედურებანანახებს რა @@@ გიდევთ ესეთი თავში, რომ ძალადობას ახალისებთ?

მძიმე სანახავია პოლიციელი რომ მომიტინგეს უხათქუნებს, თუნდაც აკავებს ან ცივ წყალს ასხამს …. მით უმეტეს, ისეთ ახალგაზრდას, რომელსაც მართლა სჯერა, რომ ქვეყნის სადარაჯოზე თავად ის დგას და არა პოლიციელი,- ამის შესახებ ვეტერანი მებრძოლი მალხაზ თოფურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, არანაკლებ მიუღებელია მომიტინგე ყველანაირ შეურაცხოფას რომ აყენებს სამართალდამცავს.

„ რაც არ უნდა იწიკვინონ პროპაგანდისტ- ჟურნალისტებმა მშვიდობიანი აქციააო, ქალაქის რბევა , ლოდების სროლა და ოჯახის წევრების გინება პოსტზე მდგომი ადამიანისთვის, მშვიდობიანობის სახეს უკარგავს პროტესტს.

ძალადობრივი პროტესტი ძალიან გვაახლოვებს იმ ძ@@@-ის ჭამას, რაც ერთხელ უკვე მოხდა და დღემდე მოურჩენელი ჭრილობაა საქართველოსთვის.

ახალგაზრდებს გასაგებია, რომ ეს არ ესმით, არ უნახიათ, არ გაუვლიათ და არ გადაუტანიათ, მაგრამ იმ უბედურებანანახებს რა @@@-ი გიდევთ ესეთი თავში, რომ ძალადობას ახალისებთ???“,-წერს მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,935 ნახვა