პოლიტიკა

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს ქაოსი, ან მომავალში აპირებენ, დაეკისროთ განადგურებული ქონების და ყველა სხვა მატერიალური ზარალის ანაზღაურება ჯარიმის სახით, რომელიც დაანგარიშდება მათი წლიური დაფინანსებიდან

ეს უკვე მერამდენედ უნდა ვუყუროთ, თუ პილიტიკური პარტიები როგორ ანგრევენ და ანადგურებენ დედაქალაქს დაბოლილი და მოწამლული ახალგაზრდების ხელით?,-ამის შესახებ აკადემიკოსი, ქართული ავიაციის ინჟინერი თემურ მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყანაში ქაოსის ხელშემწყობ ყველა პოლიტიკური სუბიექტს, მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით.

„კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ 28 ნოემბრის პროცესების ჩათვლით და დღეის ამას იქით, ყველა პოლიტიკური სუბიექტს, რომლებმაც დააორგანიზეს აღნიშნული ქაოსი, ან მომავალში აპირებენ მსგავსი ქმედებების გამეორებას, დაეკისროთ განადგურებული ქონების, ცეცხლისგან დაზიანებული სავალი ნაწილის, და ყველა სხვა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება.

გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებული დაფინანსების სიდიდის პროპორციულად ჯარიმის სახით, რომელიც დაანგარიშდება მათი წლიური დაფინანსებიდან. პოლიტიკურმა პარტიებმა, უნდა იგრძნონ, რომ პასუხისმგებლობა, მათ მიერ ორგანიზებულ ან მოწოდებულ გამოსვლებზე, ეკისრებათ პირადად. უნდა მართონ პროცესი კანონის ფარგლებში, ან უნდა გადაიხადონ თითოეული თეთრი, გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად. კერძოდ, თუ პოლიტიკური პარტია, ღებულობს არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამის დაფინანსებას, პასუხისმგებლობაც დაეკისროს იგივე პროპორციით. ყველა პოლიტიკურ პარტიას, უნდა ჰქონდეს უფლება, საპროტესტო აქციების დაწყებამდე, გაემიჯნონ აღნიშნულ ღონისძიებებს ან მზად იყვნენ, წინასწარ ცნობილ წილობრივ ზარალის ანაზღაურების ვალდებულებებზე. თუ ისინი, სიტყვიერად გაემიჯნებიან საპროტესტო აქციებს, მაგრამ მოწყობილი ქაოსის შემდეგ, გამოძიებით დადგინდება მათ პირდაპირი ან ირიბი ჩართულობა, ჯარიმის ოდენობა უნდა გაორმაგდეს. დანაშაულის უშუალო ჩამდენებმა კი აგონ პასუხი სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით.

უპასუხისმგებლოდ ცხოვრების გაგრძელება, მხოლოდ უფლებებით ვაჭრობა ვალდებულებების გარეშე, უკვე უნდა დასრულდეს!!!“,-წერს თემურ მაისურაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,658 ნახვა