პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ “ევრონიუსთან” ინტერვიუში საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ამომრჩევლებს არჩევანის ფართო საშუალებას აძლევდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.

“საქართველოში გამართულ არჩევნებზე მე [სადამკვირვებლო მისიის] ლიდერი ვიყავი და ვნახე, რომ პარტიებს შორის არსებობდა მაღალი პოლარიზაცია, თუმცა არჩევნები ამომრჩევლებს არჩევანის ფართო საშუალებას აძლევდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქართველოს არჩევნებს 42 ქვეყნის 500-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, რომლებიც ქართველ ხალხს დაეხმარნენ და მთავრობას საარჩევნო პროცესში არსებულ გარკვეულ ნაკლოვანებებზე მიუთითეს, რომელიც შემდგომში აღმოსაფხვრელია.

“მე უკვე შევთავაზე ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეკომენდაციების განხილვის მიზნით, რაც მალე „ოდირის“ დასკვნაშიც იქნება აღნიშნული”, – დასძინა მან.

კაუმას თქმით, არჩევნებზე დაკვირვების დროს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰყავდეს დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებსაც უამრავი ფაქტისა და ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ სამსჯელოდ. “საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ყოველთვის არ გვიმართლებს, რათა შესაბამისი მკაფიო ფაქტების მოპოვება შეგვეძლოს. ზუსტად აქ, შესაძლოა, დიალოგმა შეასრულოს საკუთარი როლი კომუნიკაციის გზით პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. პარლამენტარების საერთაშორისო ფორუმის ლიდერად ვიქეცი რა, გავიაზრე, რომ ყველა შესაძლებლობა წარმატებით იქნება გამოყენებული”, – დასძინა მან.

პია კაუმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,866 ნახვა