GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ჩალაძე – აქციაზე მიშას ყოფნა აუცილებელია, ამას სჭირდება სალომეს ხელმოწერა

აქციაზე მიშას ყოფნა აუცილებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩალაძე წერს, ამას სჭირდება სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა.

„მიშას ყოფნა აქციაზე დაასრულებდა ქოციანობას. აქციაზე მიშას ყოფნას სჭირდება სალომეს ხელმოწერა. ევროპის პოზიცია მიშას მიმართ სალომეს მოქმედებაზე ნათლად წერია რეზოლუციაში. ეს არის ფაქტები, დანარჩენი ლირიკაა“, – წერს გიორგი ჩალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება“.

შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,784 ნახვა