სამობილიზაციო ასაკის დაწევას უკრაინაში, როგორც ამას ამერიკელები ითხოვენ, აზრი არ აქვს, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხში დმიტრო ლივტინმა.
“უკრაინაში სამობილიზაციო ასაკის დაწევას მეტი ადამიანის ჯარში გაწვევის მიზნით აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ადრე დაანონსებული სამხედრო ტექნიკა თავის დროზე არ ჩამოდის. ამგვარი დაყოვნებების გამო უკრაინას არ აქვს იარაღი, რათა უკვე მობილიზებული მებრძოლები შეაიარაღოს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
ლიტვინმა დასძინა, რომ პარტნიორებს სრული წვდომა აქვთ მონაცემებთან, და მათ შეუძლიათ შეადარონ დაპირებები ფაქტობრივ მიწოდებას.
“არ შეიძლება ველოდოთ, რომ უკრაინა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაყოვნებას ან მხარდაჭერის ყოყმანს კომპენსირებას ჩვენი ახალგაზრდა მამაკაცების ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნით მოახდენს”, – დასძინა მან.
ცნობისთვის, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ უკრაინამ გასაწვევი ასაკის 18 წლამდე დაწევის საკითხი განიხილოს.