GD Banner
პოლიტიკა

„ევროპარლამენტში ნამდვილად არ იგრძნობა საქართველოთი გადაღლა… გაყინულია მოლაპარაკების პროცესი, ვიდრე არ იქნება თავისუფალი არჩევნები და სამწუხაროდ, დაიწყო ლაპარაკი სავიზო რეჟიმზე” – ნიკა გვარამია სტრასბურგიდან

ევროპარლამენტში შეხვედრები დაასრულა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ, რომელიც  საქართველოს შესახებ გამართული დისკუსიის მთავარი სპიკერი  იყო.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს საკითხი ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება:

“ევროპარლამენტი ნამდვილად არ იგრძნობა გადაღლა საქართველოთი. პირიქით, ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო. ახლა ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა. პრაქტიკულად არ არსებობს დივიზიონები და სხვაობები, ძაან მარგინალურ რამდენიმე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს კი არადა პარლამენტის წევრს. ცალსახაა ის, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. რა ფორმით მოხდება ამის გაცხადება და როგორი პროცედურებით, ამაზე ფიქრი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ ის ამბავი, რომ ეს იქნება შეფასებული, ის ამბავი, რომ რაც წერია რეზოლუციაში, საუბარია იმაზე, რომ გაყინულია მოლაპარაკებების პროცესი, ვიდრე არჩევნებთან დაკავშირებით არ შესრულდება მეოთხე პუნქტი – ეს არის თავისუფალი არჩევნები როგორსაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ დაიწყო ლაპარაკი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დიდი საფრთხეა იმაში, რომ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ და რეალურად არალეგიტიმური მთავრობა გვექნა, ჩვენთან ურთიერთობას ხალხის დონეზეც აღარავინ აღარ გაამარტივებს. პასუხისმგებელნი ყველანი ვართ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში” ამბობს ნიკა გვარამია.
ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. კრიტიკულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება, დღეს ეყრება კენჭი“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,334 ნახვა