GD Banner
Uncategorized

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნეთანიაჰუს დაპატიმრებით ემუქრება

J

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს დააკავებს, თუ ის ბრიტანეთში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“აქ მე თავისუფალი ვერ ვიქნები. მე მას [ნეთანიაჰუს] გადავცემ სასამართლოს. სასამართლოებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება”, – ციტირებს სააგენტო ლემის.

მიუხედავად ამისა, როგორც მინისტრმა დასძინა, ის გააგრძელებს ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა თანამდებობის პირებთან საუბარს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა ღაზის სექტორში და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა პალესტინური ტერიტორიაზე.

“მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც მთავრობაში მომუშავე ადამიანების, ჩვენს მონაწილეობასაც საჭიროებს. მე ვერ ვხედავ ისეთ გარემოებას, რომლის გამო ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან ვერ ვისაუბრებდი”, – დასძინა ლემიმ.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,326 ნახვა